თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტი - „გმირის დღე“ განხორციელდა.
ღონისძიება გაიმართა ა(ა)იპ თიანეთის მუზეუმების გაერთიანებისა და საჯარო სკოლების აქტიური ჩართულობით.
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელმა - მიხეილ მგელიაშვილმა და მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა - ციცინო გაბიდაურმა ისაუბრეს წმინდა მეფე არჩილისა და კვირიკე მესამის, ასევე, პოეტი-ჯარისკაცის — მირზა გელოვანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
„გმირის დღე“ წარმოადგენს საგანმანათლებლო-კულტურულ პროექტს, რომლის მიზანია ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელება, ისტორიული მეხსიერების გაძლიერება და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრება ახალგაზრდა თაობაში.
აღნიშნული კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მომავალი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
-
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები და ჰუმანიტარული ნივთები გადასცეს. -
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება მიმდინარეობს