12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ დიდებაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა - თეიმურაზ ბექაურმა და გოჩა ქავთარაძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ზურაბ იარაჯულის საფლავი და მისი სახელობის მემორიალი.

ასევე, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა მიქაელმა, სასულიერო პირებთან ერთად, ეროვნული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"ქვეყნის თავისუფლების გამო

ზურაბ იარაჯულის თავგანწირვა ყოველთვის იქნება მაგალითი მომავალი თაობებისათვის. მან 22 წლის ასაკში სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შესწირა სიცოცხლე. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს და მუდამ პატივი მივაგოთ გმირებს,”- განაცხადა ლევან წიკლაურმა.

ზურაბ იარაჯულის ხსოვნის პატივსაცემად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში ასევე იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის პერსონალი, ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები, მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ზურაბ იარაჯულს 2013 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დღეს მას 55 წელი შეუსრულდებოდა. ფოტო