თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მადლობას ვუხდი ანსამბლის თითოეულ წევრს, რომლებიც ესტუმრნენ ჩვენს მუნიციპალიტეტს და სასიამოვნო საღამო აჩუქეს მსმენელს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით, მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა, ადგილზე მოისმინოს ქართული სიმღერების საუკეთესო ნიმუშები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას,“ — განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა.

ანსამბლ "ქართული ხმების" შემოქმედებით საღამოს დაბა თიანეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა.