თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
დედის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დედის დღე მიულოცეს მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა და თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ბერბერაშვილმა.
ლევან წიკლაურის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაზე მიწვეული მრავალშვილიანი დედები ფულადი თანხით დასაჩუქრდნენ.
ასევე ყვავილები გადაეცა თიანეთის კულტურის სახლში მყოფ ყველა ქალბატონს.
დედის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ თიანეთის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
-
ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს -
ლევან წიკლაურმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა -
ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა