თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაურმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მრავალშვილიან დედებს ესტუმრა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ზარიძეებში, ტუშურებსა და დაბა თიანეთში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ვესტუმრეთ და მადლობა გადავუხადეთ იმ უდიდესი შრომის, თავდადებისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ შვილების აღზრდის პროცესში.
ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ოჯახების მხარდაჭერა პრიორიტეტულია და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეულმა დედამ იგრძნოს ჩვენი გვერდში დგომა," - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს -
ლევან წიკლაურმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა -
ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა