დიდთოვლობა თიანეთის მუნიციპალიტეტში

ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

"ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა თიანეთის მუნიციპალიტეტში. ამ დრომდე მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. კომპანია "ენერგო პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

თოვლის საფარისა და ჩამოტეხილი ხეებისგან იწმინდება დედაქალაქთან და მეზობელ მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. ასევე, სპეც. ტექნიკა მობილიზებულია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მიმდინარეობს სოფლებსშორის და ადმინისტრაციულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა,"- განაცხადა ლევან წიკლაურმა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ გადაადგილდეთ ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას!

ვიდეო