ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს
ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
დილიდან იწმინდება როგორც დედაქალაქთან, ისე მეზობელ მუნიციპალიტეტებთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, გზის წმენდის ღონისძიებები, საჭიროების შესაბამისად, ყველა ლოკაციაზე გაგრძელდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გადაადგილდეთ ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე მოძრაობისას!
-
ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს -
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრებები გაიმართა -
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრება გაიმართა