“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრებები გაიმართა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრებები გაიმართა.

შეხვედრებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

მხარეებმა განიხილეს სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები. თითოეული დასახლების მცხოვრებმა, ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

- დაბა სიონი - შიდა გზების მოხრეშვა

- ორხევი - გარე განათების მოწყობა და გზის მოხრეშვა

- ბადაანი - სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა

- საჯინიბო - სასმელი წყლის ცენტრალური მილის შეცვლა

- ყუდრო - გარე განათების მოწყობა

- ბოჭორმა - ამბულატორიის მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის შეცვლა

- ომარაულები - სასაფლაოს შემოღობვა

- გრძელველები - სასმელი წყლის ქსელის შეცვლა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განსახორციელებლად, თიანეთის მუნიციპალიტეტს 848 000 ლარი გამოეყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდა.