თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებას დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, არსებული საჭიროებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
კენჭისყრაზე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამივე სოფლის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ამბულატორიის შენობის მშენებლობას.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მიზნად ისახავს, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით, სოფლების პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საჭიროებების გადაწყვეტას.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დასრულების შემდგომ საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე მიღებული გადაწყვეტილებები, თანდართული ოქმებით, მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.
-
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრება გაიმართა -
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები ჩეკურაანთგორისა და სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა -
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება