"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები ჩეკურაანთგორისა და სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრები ჩეკურაანთგორისა და სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, არსებული საჭიროებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

კენჭისყრაზე, მოსახლეობის მიერ, ხმათა უმრავლესობით, გამოიკვეთა საპროექტი წინადადებები, რომლებიც წარედგინება მერიას დასაფინანსებლად.

ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციული ერთეული:

ბოკონი, ალოტი - განათების სისტემის მოწყობა;

ჩეკურაანთგორი, ძირხვნიანი - გზის მოხრეშვა;

ევჟენტი - წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, გზის მოხრეშვა;

ველები - წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის მოწყობა, გზის მოხრეშვა;

ჩეკურაანთგორი - გზის მოხრეშვა;

რაც შეეხება სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულს,

თოლენჯში, მელიასხევში, სიმონიანთხევში, ნადოკრასა და ცალუღელაანთკარში პრიორიტეტი გზის მოხრეშვას მიენიჭა, გორანასა და ჭანდრისხევში - სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მიზნად ისახავს, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით, სოფლების პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საჭიროებების გადაწყვეტას.