"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

საერთო კრებები დაბა თიანეთისა და სოფელ ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით, შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

მამადაანებში, თეთრახევასა და საჭურეში პრიორიტეტი გზების მოხრეშვას მიენიჭა;

ჭურჭელაურებში ცენტრალურ გზაზე დაიგეგმა გარე განათების მოწყობა;

გარე განათების მოწყობის პროექტი შეირჩა სოფელ ჟებოტასა და სოფელ ლელოვანში;

სოფელ თეგერაანებში დაიგეგმა სასაფლაოს კეთილმოწყობა;

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.