"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს, მოსახლეობას პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს.
ადგილობრივ მცხოვრებთა გადაწყვეტილებით, ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში გამოიკვეთა შემდეგი საპროექტო წინადადებები:
ტუშურები, კახოიაანები - გარე განათების მოწყობა;
ალაჭანი, ჯერვალიძეები - გზის მოხრეშვა;
წიკვლიაანთკარი - სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა.
პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
ადგილობრივი მოსახლეობა განსახორციელებელ პროექტებს საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე, არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით შეარჩევს და წარედგინება მერიას დასაფინანსებლად.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მითითებული ბმული
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ "თიანეთს“ საჩუქრად ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება განახლდა