თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ "თიანეთს“ საჩუქრად ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა.
სამედიცინო დაწესებულებას მუნიციპალიტეტის მერი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ნიკოლოზ დიდებაშვილთან და მოადგილესთან, ზურაბ ბექაურთან ერთად ესტუმრა.
ლევან წიკლაურის განცხადებით, თიანეთის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერას და ასევე, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს.
"ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა უმთავრესი ღირებულებაა. მუნიციპალიტეტის მიერ ჟანგბადის კონცენტრატორების შეძენა მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. შესაბამისად, მსგავსი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს სამედიცინო დაწესებულების გაძლიერებას და რაც მთავარია, მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას “ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ "თიანეთისთვის“ ჟანგბადის კონცენტრატორები, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეიძინეს.
ფოტო https://www.facebook.com/share/p/1E7wCxgFZ4/
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ "თიანეთს“ საჩუქრად ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება განახლდა -
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026" იწყება