თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება განახლდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება განახლდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის განცხადებით, ნეიროგანვითარების ცენტრთან თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია ბავშვთა მხარდაჭერის პროცესის უწყვეტობისა და ინკლუზიური გარემოს შემდგომი გაძლიერებისთვის.

განახლებული ხელშეკრულების ფარგლებში, საჭიროების შესაბამისად, კვლავ დაფინანსდება ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური და თერაპიული სერვისები, მათ შორის: ვერბალური ქცევის, ენისა და მეტყველების, ფიზიკური რეაბილიტაციის კონსულტაცია და შეფასება; სენსორული ინტეგრაციის, აკადემიური და კოგნიტური უნარების შეფასება; ნევროლოგისა და ლოგოპედის მომსახურება; მოზარდთა ფსიქოლოგიური კონსულტირება; ენის, მეტყველების, ქცევითი, აკადემიური, არტ-სენსორული და ოკუპაციური თერაპია, ასევე ბავშვთა ფსიქოლოგის მომსახურება.

ნეირო განვითარების ცენტრში შესაბამის მომსახურებას ამჟამად 20 ბენეფიციარი იღებს.