"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026" იწყება

თიანეთის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026" იწყება.

განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, პროგრამის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 848 000 ლარი. თანხა ადმინისტრაციულ ერთეულებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.

დასაფინანსებელი პროექტები შეირჩევა შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

• სასმელი წყლის სისტემები (ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და სხვა )

• სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები

• ნაპირსამაგრი სამუშაოები

• გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა

• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები

• გარე განათება

• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა

• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი

• ამბულატორიის შენობები

• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა

• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედანი, მოედნის ინვენტარი

• სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე, სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარი

• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი

• მინიჰესები - შესაბამისი რეაბილიტაცია / აღდგენა

• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და მისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება

• საზოგადოებრივი ტრანსპორტი

განსახორციელებელ პროექტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, ხმათა უმრავლესობით, არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩევს.

საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან, ყოველდღე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, 2026 წლის 21 თებერვლამდე.

აგრეთვე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: tianetigamgeoba@gmail.com

საერთო კრების/კონსულტაციების ჩატარების გრაფიკი და თითოეულ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტისთვის ზღვრული საორიენტაციო თანხის ოდენობა იხილეთ მითითებულ ბმულზე:

https://tianeti.gov.ge/pdf_files/6980ccfa525aa8.53570546.pdf

საპროექტო წინადადებების ფორმა: https://tianeti.gov.ge/pdf_files/6980ccfa518191.01764399.pdf

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება დასახლების საერთო კრების / რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ: https://tianeti.gov.ge/pdf_files/6980ccfa509b26.70888965.pdf