თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების, დაბა თიანეთის N2 და სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებს ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლისთვის მადლობა გადაუხადეს და ნაყოფიერი მუშაობისათვის სიგელები გადასცეს.
„სასიხარულოა, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის ორმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაციის პროცესი, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთმა პირველებმა გაიარეს წარმატებით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აღსაზრდელებისათვის უსაფრთხო, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნისკენ.
მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, რომელთაც შრომითა და ერთობლივი მუშაობით შეძლეს აღნიშნული შედეგის მიღწევა. თიანეთის მუნიციპალიტეტი მომავალშიც განაგრძობს სააღმზრდელო დაწესებულებების მხარდაჭერას , “- აღნიშნა ლევან წიკლაურმა.
საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.
-
ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა -
დიდთოვლობა თიანეთის მუნიციპალიტეტში -
ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს