თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.
ლევან წიკლაურმა, ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და მაღალი ხარისხით შესრულების მიზნით, შეხვედრის მონაწილეებს კონკრეტული მითითებები მისცა და საკითხის თაობაზე აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები.
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს