თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ დიდებაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ თეთრახევაში ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ დიდებაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ თეთრახევაში ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, სოფელ თეთრახევისა და დაბა თიანეთის დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე კავახევაზე, ახალი საავტომობილო ხიდი შენდება.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 498 600 ლარს აღემატება.

"მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. ახალი ხიდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს და გაამარტივებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას." - განაცხადა ლევან წიკლაურმა.