მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელახალი ვადით არჩეულმა მერმა ლევან წიკლაურმა შეხვედრა გამართეს მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან.
სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან წიკლაურს, როგორც ახლად არჩეულ მერს, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელებასა და მუნიციპალიტეტის შემდგომ განვითარებას.
როგორც ლევან წიკლაურმა განაცხადა, მომავალი ოთხი წელი თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი:
„კვლავ ვაგრძელებ ჩვენი მუნიციპალიტეტის სამსახურში ყოფნას. მადლობას ვუხდი მმართველ გუნდსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებული და გუნდური მუშაობით მივაღწევთ მიზნებს, რომლებიც მიმართულია თიანეთის მუნიციპალიტეტის პროგრესისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ." - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა -
დიდთოვლობა თიანეთის მუნიციპალიტეტში -
ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს