თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ დიდებაშვილთან და მერის მოადგილესთან, ზურაბ ბექაურთან ერთად, დაბა სიონსა და სოფელ წყაროთუბანში სპორტული ინფრასტრუქტურის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სოფლებში შეიქმნას პირობები ახალგაზრდების სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის. მსგავსი პროექტები არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, არამედ ეს არის ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერა და ზრუნვა მომავალი თაობის განვითარებისთვის," - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
დაბა სიონში დასრულდა სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო ბუნებრივი კორდის საფარი, დამონტაჟდა განათება, ტრიბუნები და ორი საფეხბურთო კარი.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია სოფელ წყაროთუბანში, სადაც ეწყობა ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი.
სამუშაოები დაფინანსდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. პროექტების ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს