დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური დაესწრო.
ლევან წიკლაურმა საკრებულოს დეპუტატებს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა, წარმატებები უსურვა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სხდომაზე, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ დიდებაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - იოსებ მათურელი, ხოლო მოადგილეებად - თამარ არჩემაშვილი და მინდია ნადირაშვილი.
საკრებულოში დაკომპლექტდა 5 მუდმივმოქმედი კომისია, ასევე აირჩიეს მათი თავმჯდომარეები -
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - გიორგი ზვიადაური;
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია - ბესიკ ჩახმახაშვილი;
ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისია - დავით ჯიმშიტაშვილი;
სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია - ლევან ბალღიაშვილი;
სოციალურ ,ჯანდაცვის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისია - ზვიად ბაგაშვილი.
შეიქმნა 2 ფრაქცია:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - თავმჯდომარე დავით მგელიაშვილი;
„ხალხის ძალა“ - თავმჯდომარე გიორგი ჯიმშიტაშვილი.
2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 27 დეპუტატით დაკომპლექტდა.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა -
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელახალი ვადით არჩეულმა მერმა ლევან წიკლაურმა შეხვედრა გამართეს მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან. -
შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების, შესაბამისი სამსახურებისა და ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან