შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების, შესაბამისი სამსახურებისა და ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური მერიის კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების, შესაბამისი სამსახურებისა და ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებლები, საჭიროებები და არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსახორციელებელი ღონისძიებები.
„ჩვენი მიზანია, თიანეთის მოსახლეობისთვის შევქმნათ უკეთესი და კომფორტული საცხოვრებელი პირობები. მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი განხორციელდეს ხარისხიანად და დადგენილ ვადებში,“ — აღნიშნა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
ლევან წიკლაურის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისა და ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება.
-
საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში -
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს შეხვდა