სოფელ ნადოკრაში ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სოფელ ნადოკრის ცენტრალური საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.
"ჩვენი დაპირება, რომ სოფელ ნადოკრის მცხოვრებლებს ექნებათ კეთილმოწყობილი საავტომობილო გზა - შესრულებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.
გზის აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში იყო დაზიანებული და მასზე გადაადგილება დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის საპროექტო მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხი, გზის დაერთებები და ეზოში შესასვლელები,"- განაცხადა ლევან წიკლაურმა.
სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 666 167 ლარს.
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს