დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული - თიანეთობა 2025 - საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, ლევან წიკლაურმა თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სპეციალური ჯილდო გადასცა 7 მოქალაქეს: მცხეთა-თბილისის ეპარქიის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარს - დეკანოზ იაკობ (ბექა) უშიკიშვილს, სახალხო მთქმელს - ზაურ წოწკოლაურს, თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელს - მიხეილ მგელიაშვილს, თიანეთის მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო ,,მადლის“ დირექტორს - ნუნუ საღლიანს, 1988 – 1991 წლებში თიანეთის რაიონის ხელმძღვანელს - ნოდარ მგელიაშვილს, თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგს - ნინო ქაჩლიშვილს და მცხეთა - მთიანეთის რეგიონის სამედიცინო ჰოლდინგის ჟებოტის ამბულატორიის სოფლის ექიმს - იოსებ დოლიაშვილს.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო საბავშვო-გასართობი კუთხეები, გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისგან, ტრადიციულად, ფულადი თანხებით დაჯილდოვდნენ.
ასევე, გაიმართა დრამერებისა და ბარმენების შოუ; ჩატარდა კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები.
სახალხო დღესასწაული თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
-
შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების, შესაბამისი სამსახურებისა და ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან
-
სოფელ ნადოკრაში ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ლევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.