დაბა თიანეთში ცენტრალური მოედნის, ვაჟა-ფშაველასა და ჯანგირაშვილის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად გრძელდება
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, დაბა თიანეთში ცენტრალური მოედნის, ვაჟა-ფშაველასა და ჯანგირაშვილის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
პროექტის მიმდინარეობის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოების ფარგლებში, გზის საპროექტო მონაკვეთზე გათვალისწინებულია ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის, საფეხმავლო ტროტუარების, სანიაღვრე არხების, ეზოში შესასვლელებისა და გზის მიერთებების მოწყობა, ასევე გზა მოინიშნება და განთავსდება საგზაო ნიშნები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 090 000 ლარს შეადგენს.
-
საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში -
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს შეხვდა