თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის შეხვედრას დაესწრო
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის შეხვედრას დაესწრო.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა, განიხილეს წყლის ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და სხვა თემატური საკითხები.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, შემდგომ ეტაპად დაგეგმილია სპეციალური ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტში, სადაც მუნიციპალიტეტებთან ერთად სხვა შესაბამისი უწყებებიც ჩაერთვებიან.
შეხვედრის მიზანი იმ მექანიზმის განსაზღვრა იქნება, რომელიც არსებული გამოწვევების ეფექტიან გადაჭრას უზრუნველყოფს.
-
12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა -
ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს