ჯიჯეთისა და ვერხველის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფლების - ჯიჯეთისა და ვერხველის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროცესს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს 1260 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოში შესასვლელები და გზის მიერთებები. გზა მოინიშნება და განთავსდება საგზაო ნიშნები.

პროექტი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან და სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 616 430 ლარს.