თიანეთის მუნიციპალიტეტი კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის ჩემპიონატს შეუერთდა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაბა თიანეთისა და ერწოს გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეჯიბრს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
ჩემპიონატის გამარჯვებული დაბა თიანეთის გუნდი გახდა, მუნიციპალურ თასს დაეუფლა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. გამარჯვების ნიშნად, ასევე გადაეცათ ფულადი პრიზი.
თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც.
მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი 13 ივნისს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 5 გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონატის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით, ნარკოტიკზე უარის თქმის წახალისება.
-
საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში -
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს შეხვდა