მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო-სანატორიული მომსახურებით ისარგებლებენ
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო-სანატორიული მომსახურებით ისარგებლებენ.
მომსახურება დაფინანსდება არაუმეტეს 2000 ლარით, წელიწადში ერთხელ.
დაფინანსების მისაღებად მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
დ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ინვოისი (ანგარიშ-ფაქტურა)/კალკულაცია საკურორტო-სანატორიული მომსახურების მიმწოდებლისგან.
დეტალები იხილეთ ბმულზე:
-
მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალსის“ უფასო სკრინინგ აქცია -
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა -
სამუსიკო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი