მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მხარის დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან და პირველ მოადგილესთან - ჯონი ბერუაშვილთან ერთად, დაბა სიონში სკვერის კეთილმოწყობის პროექტი დაათვალიერა.
რეგიონის ხელმძღვანელ პირებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული სკვერის ტერიტორიის გაფართოება, მოსასვენებელი სივრცის, სავარჯიშო და საბავშვო-გასართობი ატრაქციონებისა და განათების მოწყობა. ადგილზე განთავსდება საბაღე სკამები და დაირგვება დეკორატიული ხე-მცენარეები.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 199 000 ლარს შეადგენს.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტი კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის ჩემპიონატს შეუერთდა
-
შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭანდრისხევში
-
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო-სანატორიული მომსახურებით ისარგებლებენ