საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ჯონი ბერუაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან წიკლაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - სოსო მამულაშვილთან ერთად, სოფელ დევენაანთხევში - საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ხოლო დაბა სიონში - გარე განათების მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
დევენაანთხევის შიდა საუბნო გზაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, ასევე გაკეთდა სანიაღვრე არხი, გზის დაერთებები და ეზოში შესასვლელები.
დაბა სიონში, ქუმსიაშვილისა და გელოვანის ქუჩებზე, გარე განათების ქსელი და ენერგოეფექტური ლედსანათები მოეწყო.
საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების მოწყობის სამუშაოები, რომელთა ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 379 000 ლარს აღემატება, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტი კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის ჩემპიონატს შეუერთდა
-
შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭანდრისხევში
-
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო-სანატორიული მომსახურებით ისარგებლებენ