თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა დაბა სიონში პანტიანის უბანთან დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა დაბა სიონში პანტიანის უბანთან დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება და ხიდ-ბოგირის მშენებლობას და მიმდებარე ქუჩებზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
ლევან წიკლაურის განცხადებით, პროექტის განხორციელება სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა სიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და მოქალაქეები, ნებისმიერი ამინდის პირობებში, კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.
სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 539 252 ლარს შეადგენს.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა -
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელახალი ვადით არჩეულმა მერმა ლევან წიკლაურმა შეხვედრა გამართეს მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან. -
შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების, შესაბამისი სამსახურებისა და ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან