თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სოფელ ჭანდრისხევში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭანდრისხევში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, სოფლის ცენტრალურ გზაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე დაგეგმილია სანიაღვრე არხების, გზის დაერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
ლევან წიკლაურის განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
-
საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში -
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს შეხვდა