მდინარე საჭურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა თიანეთში მდინარე საჭურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია სტიქიის შედეგების პრევენციის კუთხით. ამ ეტაპზე, სპეც. ტექნიკის საშუალებით, მდინარის მიერ ჩამოტანილი ნატანი მასალისგან იწმინდება მდ. საჭურის კალაპოტი, რაც წყალდიდობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მიმდებარე ტერიტორიების, ისე დაბა თიანეთის ზემო უბნებში საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის რისკებს. " - განაცხადა ლევან წიკლაურმა.