სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, კონტრაქტორი კომპანიისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა სიონში სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. საავტომობილო გზის საპროექტო მონაკვეთზე გათვალისწინებულია არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის და რკინა ბეტონის სანიაღვრე ღარების მოწყობა. პროექტის განხორციელების შემდგომ კეთილმოწყობილი გზა მოემსახურება როგორც განახლებული სკვერით, ისე სარიტუალო დარბაზით მოსარგებლე მოსახლეობას. პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 110 000 ლარს.
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს