სკვერის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
დაბა სიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
" ჩვენი დაპირება, რომ დაბა სიონის მოსახლეობასაც ექნება კეთილმოწყობილი სკვერი, მალე სისრულეში მოვა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ზაფხულის სეზონისთვის დასრულდება.პროექტის ფარგლებში, არსებული სკვერის ტერიტორია გაფართოვდება. მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე. განთავსდება სხვადასხვა სახის სავარჯიშო ატრაქციონი ახალგაზრდებისა და უფროსებისთვის, ასევე საბავშვო გასართობი ატრაქციონები. ტერიტორია შეიღობება, განთავსდება საბაღე სკამები, მოეწყობა განათება და დაირგვება დეკორატიული ხე-მცენარეები“. - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 199 000 ლარს. ფოტო
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს