თიანეთის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ძლიერი თოვის გამო საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ასევე იყრება  ქვიშა-მარილის ნარევი. 
 იწმინდება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები 
თიანეთი - ზარიძეები - ჟინვალის,
თბილისი - თიანეთის, (ცხვარიჭამია) 
სასადილო - ორხევი - ხევსურთსოფლის,
ორხევი - სიონის, 
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის მიმართულებით.    
 ინტენსიური თოვის პარალელურად, გზებზე ავტოტრანსპორტის  განვლადობის შენარჩუნების მიზნით,  სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება როგორც დედაქალაქთან, ისე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან დამაკავშირებელ გზებსა და შიდა ქუჩებზე.
გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპეც-ტექნიკის საშუალებით.    
" მადლობას ვუხდი საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის, ასევე თითოეულ თანამშრომელს, რომელთა უშუალო ჩართულობით, ოპერატიულად ხორციელდება ცენტრალური თუ შიდა გზების წმენდის სამუშაოები.
ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მოგიწოდებთ, გადაადგილდეთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას. " - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა.