"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით,
დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრას, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან წიკლაურთან და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილთან ერთად, ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერიის შესაბამისის სამსახურების თანამშრომლები და საკრებულოს წარმომადგენლები.
მხარეებმა განიხილეს სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები, ხოლო თითოეული დასახლების მაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:
დაბა სიონი - გარე განათების მოწყობა
ორხევი - შიდა გზების მოხრეშვა
ბადაანი - ცენტრალური გზის მოხრეშვა, წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა
საჯინიბო - წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა
ყუდრო - წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა
ომარაულები - გარე განათების მოწყობა
ბოჭორმა - გარე განათების მოწყობა
გრძელველები - წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განსახორციელებლად თიანეთის მუნიციპალიტეტს 848 000 ლარი გამოეყო, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდა. ფოტო
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა -
ინტენსიური თოვის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს -
ლევან წიკლაურმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა