თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო თიანელებო!

გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ყველა ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ახალ წელიწადს - ოცნებების ახდენის და უკეთესი მომავლის სიმბოლოს.

ვაცილებთ 2024 წელს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იყო ბევრი წარმატებისა და გამარჯვების სიხარულით აღსავსე.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველებისათვის დამახასიათებელი სიბრძნით, ჩვენი ერთიანობითა და ურთიერთსიყვარულით შევძლებთ დღეს არსებული გამოწვევების დაძლევას.

დამდეგი ახალი წელი იქნება მშვიდობის, გამარჯვების, კეთილდღეობის, წინსვლისა და კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ნაყოფიერი იყო 2024 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის. განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ასევე სოციალური მიმართულებით, ახალგაზრდებში განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით.

ახალ წელს ვულოცავ ყველას, ვინც დღესასწაულს სამსახურში ხვდება. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მებრძოლ გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. ვულოცავ ყველას, ვინც თავისი საქმიანობით ღირსეულად ემსახურება ჩვენს სამშობლოს.

დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს დედაეკლესიას, რომელიც ყოველთვის ღირსეულად დგას ჩვენი სარწმუნოების, სულიერებისა და ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე.

მივესალმები ჩვენს ემიგრანტებს და საკუთარ ოჯახებში მალე მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და ოჯახების მფარველი!
 

პატივისცემით,
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური