თიანეთის მერმა სიმონიანთხევისა და თოლენჯის საჯარო სკოლების მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ სიმონიანთხევის საჯარო და სოფელ თოლენჯის დაწყებით სკოლებს ესტუმრა, მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა დამდეგი შობა - ახალი წელი და ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
ლევან წიკლაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ პროგრამებზე, რომლებიც მიმდინარე წლიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს მერიის მხრიდან წარჩინებული სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების, ასევე განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდების ფულადი ჯილდოთი წახალისებასა და ხელშეწყობას.თიანეთის მერმა ახალგაზრდებს კარგად სწავლისკენ მოუწოდა და თითოეულ მათგანს სიკეთე, წარმატებები და ბედნიერება უსურვა.
-
შეხვედრა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან -
12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა