თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები სოფელ ჩაბანოში იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე წელს, სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო წინასაპროექტო მოკვლევითი სამუშაოები განხორციელდება.
გარდა აღნიშნული პროექტისა, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ერწოს ზონის 12 სოფლის გაზიფიკაციის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ესენია: ვეძათხევა, ზურაბები, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ზემო ნაქალაქარი, მაგრანეთი, ღულელები, კვირიისხევი, ქვემო კვერნაულა, ბალებისხევი, სიონთგორი, ნადოკრა.

ასევე მიმდინარე წელს განხორციელდება საპროექტო სამუშაოები შემდეგი სოფლების გაზიფიკაციის მიზნით: ღულელები, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი,
გუდანელები, ხადოელები, თრანი, თოხოლჩა, ბეწენწურები, ორხევი, ბადაანი, საჯინიბო, ყუდრო, ფიჭვიანი, ბოჭორმა, ომარაულები, გრძელველები, ბოკონი, ევჟენტი.