2008 წლის ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თემატური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს თიანეთის მუნიციპალური განყოფილების უფროსი, კაპიტანი ონისე ქისტაური, მერიისა და ააიპ-ების თანამშრომლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ცისკარიშვილმა და კაპიტანმა ონისე ქისტაურმა - გაიხსენეს თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც აგვისტოს ომში უშუალოდ მონაწილეობდნენ საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მწუხარება და პატივისცემა გამოხატეს გარდაცვლილი მებრძოლების მიმართ და წარმატებები უსურვეს სახლში მშვიდობით დაბრუნებულ ომის გმირებს.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი ბერბერაშვილმა. მამა გიორგიმ დალოცა ღონისძიების მონაწილეები, სინანული გამოხატა სამშობლოს თავშეწირული ახალგაზრდების მიმართ და ყურადღება გაამახვილა მშვიდობის როლზე ქვეყანაში.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
-
დაბა თიანეთში მდინარე საჭურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
-
დაბა სიონში დაზიანებული ხეების მოჭრისა და გადაბელვის სამუშაოები ჩატარდა