სოფელ თოლენჯის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

სოფელ თოლენჯში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც, თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

 პროექტი ითვალისწინებს თოლენჯის დაწყებით სკოლასთან მისასვლელი გზის მოასფალტებას;მოეწყობა გზის დაერთებები და ეზოში შესასვლელები.

 პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 371 000 ლარს.

ფოტო ვიდეო