გორანა-დავათი-ბულაჩაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

 გორანა-დავათი-ბულაჩაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

 პროექტის ფარგლებში მოასფალტდა გზის 4.2 კილომეტრიანი მონაკვეთი და აშენდა 5 ახალი ხიდ-ბოგირი; მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

 პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს პირადად გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

"საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარეობს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ერწოს ზონის მაცხოვრებლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს - თიანეთსა და დუშეთს აკავშირებს ერთმანეთთან. ათეულობით წლის განმავლობაში გზის აღნიშნული მონაკვეთი იყო სრულად ამორტიზებული, რის გამოც მასზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი და საფრთხის შემცველი იყო მოსახლეობისთვის. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და ხარჯებს, უზრუნველყოფს მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას" - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.

პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ბიუჯეტი შეადგენს 1 799 000 ლარს.

ფოტო ვიდეო