დაბა სიონის გარე განათების მოწყობის სამუშაოები

თიანეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, გარე განათების მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაბა სიონში იმყოფებოდა, სადაც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს პირადად გაეცნო.

 პროექტის ფარგლებში, დაბა სიონის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გარე განათების ქსელი და ენერგოეფექტური ლედ სანათები მოეწყობა, რომლის ღირებულება 108 000 ლარს შეადგენს.

 აღსანიშნავია, რომ გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის - საკრეჭიოს, ხოფცის, ტუშურების, სიმონიანთხევისა და თოლენჯის შიდა გზების მონაკვეთებზე, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 148 000 ლარს.