სოფელ დევენაანთხევის შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

სოფელ დევენაანთხევში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 სარეაბილიტაციო მონაკვეთი მოიცავს სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელ გზას, რომელიც წლების განმავლობაში გაუვალი იყო და მასზე გადაადგილება სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დევენაანთხევში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

პროექტის ფარგლებში, გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა არმირებული ცემენტო - ბეტონის საფარი.

 აღნიშნული პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს.

ფოტო ვიდეო