გაწმენდითი სამუშაოები თიანეთი - ზარიძეები - ჟინვალის საავტომობილო გზაზე

თიანეთი - ზარიძეები - ჟინვალის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე კლდოვანი მასის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა გამოიწვია.

 დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი საგზაო კომპანიისა და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა;

 ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს დამეწყრილი კლდოვანი მასის ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლა, რის შემდგომაც დაიწყება გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები.

 პარალელურად მიმდინარეობს დროებითი შემოვლითი გზის მოწყობა, რათა არ შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.