ყოველკვირეული შეხვედრა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მორიგი ყოველკვირეული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილი, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მერიის კონტრაქტორი საგზაო-სამშენებლო კომპანიებისა და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 შეფასდა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, როგორც ფაქტობრივი, ისე საკასო შესრულების კუთხით; განიხილეს საქმიანობის პროცესში წამოჭრილი პრობლემატური საკითხები და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

 როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულება, ამიტომ მკაცრად გაკონტროლდება კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესი.

 შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც დაფინანსდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტიდან დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე.