თიანეთის მერის მოწვევით, "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრმა თიანეთში უფასო სკრინინგ-აქცია გამართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის მოწვევით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა დაბა თიანეთში უფასო სამედიცინო აქცია გამართა.

სკრინინგ-აქციის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაციით, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაეტარებინა ინსტრუმენტული კვლევები - გულის ულტრასონოგრაფია და სისხლძარღვთა დოპლეროგრაფიული გამოკვლევა.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობას, საერთო ჯამში, 100-ზე მეტ მოქალაქეს, მიეცა შესაძლებლობა, ადგილზე ესარგებლა უფასო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით. მადლობას ვუხდი "ჯეო ჰოსპიტალსის" ხელმძღვანელობასა და სამედიცინო კოლექტივს, ასევე ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სასიკეთო საქმეში. იმედი მაქვს, მსგავსი ტიპის აქციები კვლავ გაგრძელდება თიანეთში, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა"- განაცხადა ლევან წიკლაურმა.