უფასო სკრინინგ აქცია დაბა თიანეთში

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის მოწვევით, 22 მარტს დაბა თიანეთში ჩატარდება „ჯეო ჰოსპიტალსის“ უფასო სკრინინგ აქცია.

➡️ აქციის ფარგლებში, სხვადასხვა პროფილის ექიმები გამართავენ უფასო კონსულტაციებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.

➡️ ჩატარდება ინსტრუმენტული კვლევები - გულის ულტრასონოგრაფია და სისხლძარღვთა დოპლეროგრაფიული გამოკვლევა.

დაინტერესებული პირები,
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, მობრძანდით თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკის შენობაში.